სასკოლო უნიფორმა
ინოვაციების სკოლა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება კი არა, განვითარებადი ბრენდია, რომელიც ნელ-ნელა ყალიბდება საგანმანათლებლო ჰაბად — სივრცედ, სადაც ერთიანდება სწავლა, შემოქმედება, ინოვაცია და თანაზიარობა.
ამ ფილოსოფიის ნაწილი სწორედ უნიფორმაცაა — რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ვიზუალური იდენტურობით.
რა სარგებლობა
აქვს სკოლის
უნიფორმას?
✔ ხელს უწყობს თანასწორობის, ერთობისა და
კუთვნილების განცდას
✔ ამცირებს
გადაწყვეტილების გადაჭარბებულ ზეწოლას და
ყოველდღიურ სირთულეს ჩაცმასთან დაკავშირებით
✔
ამაგრებს ბრენდის ცნობადობას და აძლიერებს ბავშვის
იდენტობას სკოლის სივრცეში
✔ აჩვევს
მოსწავლეს პასუხისმგებლობას, წესრიგსა და
პრაქტიკულობას
ინოვაციების
სკოლის
უნიფორმა
ინდივიდუალურიცაა
და
უნივერსალურიც.
ჩვენი ბრენდის ვიზუალურ ენაზე დაყრდნობით
შევქმენით მრავალფეროვანი
კატალოგი, საიდანაც მოსწავლეს და
მშობელს შეუძლია თავიანთი
სტილის
შესაბამისი
ვარიანტის
არჩევა — ისე, რომ შეინარჩუნოს
როგორც კავშირის, ასევე ინდივიდუალიზმის
შეგრძნება.
სკოლის უნიფორმა ჩვენთან არის შერწყმა თვითგამოხატვასა და ერთიანობის იდეას შორის — ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენი სკოლის მიდგომებია.